2 და 3 ნოემბერს პროფესიული უნარების ჰაბში ჩატარდა ტრენინგი "მომსახურების ხელოვნება".
მონაწილეებმა შეისწავლეს მომსახურების საბაზისო ტექნიკები, დარგის პრაქტიკული, ფსიქოლოგიური და საკომუნიკაციო ასპექტები, მომსახურების ხარისხის ამაღლების მეთოდები და კლიენტთან წარმატებული კომუნიკაციის წესები.
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
თუ გსურთ დაიხვეწოთ და დახელოვნდეთ მომსახურების სფეროში, ადევნეთ თვალყური ჩვენი ტრენინგების განრიგს.