მემორანდუმი კომპანია ,,World of Seamen Group”-თან

2024 წლის 27 ნოემბერს ,,პროფესიული უნარების ჰაბმა“ ხელი მოაწერა მემორანდუმს  კომპანია ,,World of Seamen Group”-თან, რომელიც კომპანია ,,MSC – Mediterranean Shipping Company S.A.”-ის ოფიციალური აგენტია.

მემორანდუმი ოთხმხრივია და მოიცავს ,,პროფესიული უნარების ჰაბის“, ,,WSG”-ის, ,,Mistral Maritime Agency”-სა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას და გულისხმობს თანამშრომლობას სამგზავრო გემების/საკრუიზო ლაინერების მომსახურე პერსონალის მომზადებისა და დასაქმების ჯაჭვის შექმნას.

მემორანდუმის მხარეები უზრუნველყოფენ ,,World of Seamen Group”-ის მოთხოვნებზე დაფუძნებული სასწავლო კურსების მომზადებას, სწავლის მსურველთა შერჩევას, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას და მათ დასაქმებას მსოფლიოს უდიდეს საკრუიზო ლაინერებზე.