გამარჯობა! მე ვარ თაკო და ჩემი მიზანია დავეხმარო ადამიანებს და ბიზნესებს, რომ გაიუმჯობესონ კომუნიკაციის, გაყიდვების და მომსახურების უნარები.
15 წელზე მეტია ვმუშაობ თიბისი ბანკში. მიმუშავია ბევრ სხვადასხვა პოზიციაზე. თიბისიმ მომცა უზარმაზარი გამოცდილება როგორც კლიენტთა მომსახურების, ასევე პირდაპირ თუ სატელოფონო გაყიდვების, მენეჯერობის და ტრენერობის სფეროებში.
მე დღემდე ვზრუნავ ჩემი თანამშრომლების განვითარებაზე, ვხედავ, როგორ იზრდებიან და აღწევდნენ წარმატებას ჩემი გუნდის წევრები და ეს მაბედნიერებს..
ახლა ჩემი მიზანია, ეს ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო უფრო დიდ აუდიტორიას, გავცდე თიბისის საზღვრებს და აჭარის რეგიონში გავზარდო მომსახურების და ეფექტიანი გაყიდვების დონე.
მე მჯერა, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უნარი, იყოს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და აქ ვარ იმისათვის, რომ დავეხმარო მათ ამ გზაზე.
მოდით, ერთად დავისახოთ, პოზიტიური მიზნები, შევქმნათ ახალი შესაძლებლობები და მოკლე ვადაში გავაუმჯობესოთ თქვენი უნარები წარმატებისკენ მიმავალ გზაზე!