გამარჯობა. მე ვარ ირმა, გერმანული ენის მასწავლებელი, მაგისტრის ხარისხით და 15 წლიანი მუშაობის გამოცდილებით. ჩემი გერმანული ენის სწავლება არ იწყება მხოლოდ პროფესიული გამოცდილებით – მე მაქვს გერმანული ფესვები, რადგან ჩემი ბებია იყო გერმანელი. სწორედ მისი გავლენა გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ გერმანულმა ენამ და კულტურამ ჩემს ცხოვრებაში ფუნდამენტური ადგილი დაიკავა.
გერმანიაში სწავლისა და მუშაობის გამოცდილება საშუალებას მაძლევს, სტუდენტებს გადავცე არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ განუვითარო მათ ცხოვრებისეულ და პროფესიულ სიტუაციებში ამ ცოდნის გამოყენების უნარი და გავუკვალო გზა გერმანიაში წარმატებული კარიერის მოსაწყობად.