ენის სწავლება ის საქმეა, რომლის კეთებაც ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში შემიყვარდა.
მასწავლებლობა ის გამოწვევაა, რომელშიც განიცდი საკუთარი ცოდნის გაზიარებით და უკუგებით გამოწვეულ სიხარულს. ახლა ეს სიხარული კიდევ უფრო დიდია, რადგან ჩვენს გამორჩეულ ენაზე საუბარს უცხოენოვან ადამიანებს ვასწავლი და ვაყვარებ.
მინდა რაც შეიძლება მეტი ეროვნების ადამიანს შევაგრძნობინო ქართული ენის უნიკალურობა და განსაკუთრებულობა.