ჩვენ ვიცით როგორ გაზარდოთ თქვენი კომპანიის გაყიდვები გარანტირებულად 20-30%-ით!
თუ თქვენი თანამშრომლებისთვის გაყიდვების პროცესი სტრესული და დამღლელია, მაშინ შემოგვიერთდით “გაყიდვების ხელოვნების” ტრენინგზე, რომელსაც ატარებს თამარ ჭანიძე - თიბისი ბანკში გაყიდვების და ტრენერობის სფეროში 15 წლიანი მუშაობის გამოცდილებით.
ის შეგასწავლით გაყიდვების ძირითად ტექნიკებს, გაგიზიარებთ პირად გამოცდილებას, გათამაშებთ სხვადასხვა ჯგუფურ და როლურ თამაშებს და საბოლოოდ, ტრენინგის დასასრულს თქვენ უკვე დაწმუნებული იქნებით, რომ გაყიდვები
გაყიდვები ისწავლება და ამისთვის მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.
დაისახეთ ახალი მიზნები, მიწვდით მწვერვალებს და გახდით ბაზარზე გაყიდვების ლიდერი!
ტრენინგის ხანგრძლივობა - 2 დღე (12 საათი);
დასაწყისი - 11:00 სთ, დასასრული - 18:00 სთ;
ლანჩი - 14:00-15:00 სთ-მდე;
ღირებულება - 250 ლარი;
5-ზე მეტი თანამშრომლის დარეგისტრირების შემთხვევაში იმოქმედებს კორპორატიული შეთავაზება;
გაიცემა ქართულ და ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.
სილაბუსი
ტრენინგის მსვლელობის დროს ტრენერის მიერ გამოყენებული იქნება შემდეგი მეთოდიკა: ტრენერის პრეზენტაცია, დავალებები მცირე ჯგუფებში, სავარჯიშოები, ჯგუფური დისკუსია, სიმულაცია.
დღე I
ტრენინგის მონაწილეების გაცნობა, კეთილგანწყობილი და მეგობრული ატმოსფეროს შექმნა;
გაყიდვების თანამშრომლების მთავარი მოტივატორები;
გაყიდვის არსი და მისი მნიშვნელობის გააზრება;
გაყიდვების ხელშემწყობი უნარ-ჩვევები;
გამოწვევები გაყიდვებში და მათი დაძლევის გზები;
სიმულაციური სავარჯიშო გაყიდვაზე;
გაყიდვების ეტაპები;
დღე II
წინა დღის შეჯამება;
მომზადება კლიენტთან შეხვედრამდე;
კლიენტთან პირველადი კონტაქტი და ნდობის მოპოვების მნიშვნელობა;
კლიენტის საჭიროებების და მოთხოვნილებების დადგენა;
ეფექტური პრეზენტაციის/შეთავაზების გაკეთება;
კლიენტის წინააღმდეგობები და მათი ტიპები;
წინააღმდეგობების დაძლევის მეთოდები;
პროდუქტის/სერვისის ფასზე საუბარის მნიშვნელოვანი დეტალები;
კლიენტის მზაობის ამოცნობა;
გაყიდვის პროცესის დასრულება (გარიგების დადება და ტექნიკურად გაფორმება)
გაყიდვების დროს ხშირად დაშვებული შეცდომები;
მყიდველთა 6 ტიპი;
სატელეფონო გაყიდვები;
ჯვარედინი გაყიდვები.