აქციე შენი კომპანიის სერვისი ხელოვნებად!
დღევანდელ ბაზარზე უკვე კარგი მომსახურება საკმარისი აღარ არის.
მომხმარებელი სულ უფრო მომთხოვნი ხდება და დროა თითოეულ კლიენტთან ურთიერთობა დაუვიწყარ გამოცდილებად აქციოთ.
“მომსახურების ხელოვნების” ტრენინგს ატარებს ტრენერი - თამარ ჭანიძე, თიბისი ბანკში მომსახურების სფეროში 15 წლიანი მუშაობის და სწავლების გამოცდილებით.
ჩადეთ ინვესტირება სრულყოფილებაში და აქციეთ თქვენი სერვისი კონკურენტულ უპირატესობად!
სილაბუსი
ტრენინგის მსვლელობის დროს ტრენერის მიერ გამოყენებული იქნება შემდეგი მეთოდიკა: ტრენერის პრეზენტაცია, დავალებები მცირე ჯგუფებში, სავარჯიშოები, ჯგუფური დისკუსია, სიმულაცია.
დღე I
· ტრენინგის მონაწილეების გაცნობა, კეთილგანწყობილი და მეგობრული ატმოსფეროს შექმნა;
· ეფექტური მომსახურების მნიშვნელოვნების გააზრება ;
· ეფექტური მომსახურების ბენეფიტები;
· ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია;
· მომსახურების სფეროს წარმომადგენელთა თვისებები და უნარ-ჩვევები;
· მნიშვნელოვანი კლიენტები;
· პოზიტიური ფორმულირება;
· აღქმის სუბიექტურობა;
· კლიენტთა ტიპოლოგია
დღე II
· წინა დღის შეჯამება;
· სახელით მიმართვის მნიშვნელობა;
· კლიენტის მომსახურების ძირითადი ეტაპები;
· აქტიური მოსმენა;
· კითხვების დასმის ტექნიკები;
· კომუნიკაციის ბარიერები და მათი დაძლევის გზები;
· კლიენტი ყოველთვის მართალია? უკმაყოფილო კლიენტის მართვა
· წარმატებული მომსახურების საიდუმლო;
· ემოციური ინტელექტი;
· ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა;
· ეფექტური სატელეფონო მომსახურება.