logo

ჩვენთან შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ თითოეულმა სტუდენტმა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური შედეგი გამოავლინოს. აქ დაგხვდება მეგობრული და თბილი გარემო, ყველა საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა, შენზე მორგებული ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი პედაგოგებით დაკომპლექტებული გუნდი.
Tab Image

მიზანი

ჩვენი მიზანია ახალი თანამედროვე სასწავლო სივრცის შექმნა.

ჩვენი ხედვით, დასაქმებისა და კარიერული წინსვლისთვის საუკეთესო გზა, სწორედ პროფესიული და შესაფერისი ხარისხიანი განათლების პროგრამების შეთავაზებაა.

ჩვენ გვსურს გავზარდოთ პროფესიული განათლების პრესტიჟი და მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური, პასუხისმგებლობით სავსე და პრაქტიკოსი პროფესიონალები, რომლებიც შემდგომ სრულყოფილად რეალიზდებიან.

Tab Image

ღირებულებები

ჩვენი მომზადება-გადამზადების პროგრამების საშუალებით ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს გზა გაიკვლიოს უკეთსი მომავლისკენ.

ჩვენი გუნდი სრულიად ორიენტირებულია სტუდენტების დახმარებაზე როგორც სწავლის დაწყებამდე და სწავლის პერიოდში და ასევე სწავლის დასრულების შემდგომაც.

ჩვენთან სამუშაო გამოცდილებას სწავლის პროცესშივე დააგროვებ.

პროფესიული უნარების ჰაბი უზრუნველყოფს სწავლა-გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამებს თუ ტრენინგებს.

ჩვენი კურსიები საშუალებას მოგცემს სრულყოფილად აითვისო ახალი პროფესია და მასთან დაკავშირებული უნარები, გაიუმჯობესო უცხო ენები და ყველა კომპონენტში მოემზადო შენი პირველი გასაუბრებისთვის.

About Image
გელა გვარიშვილი

პროფესიული უნარების ჰაბის დამფუძნებელი

“განათლების სფეროში 20 წლიანი მუშაობის მანძილზე, მე და ჩემს გუნდს გაგვიჩნდა იდეები, რომლებსაც ხორცი შევასხით “პროფესიული უნარების ჰაბში”.

ჩვენ გთავაზობთ პროფესიული ზრდისათვის საჭირო ყველა პირობას, ახალი პროფესიის შეძენის შესაძლებლობას, სპეციალური პროფესიული უცხო ენების შესწავლას, ქართული ენის კურსს, სხვადასხვა ტიპისა და ასაკის აუდიტორიისთვის.ჩვენ ასევე ვახორციელებთ პროფესიულ კურსებს გარანტირებული დასაქმებით.

ჩვენი მთავარი მიზანია, მოგცეთ არა მხოლოდ ცოდნა, არამედ თქვენი კარიერული ზრდისა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებისთვის საჭირო უნარები.

გსურთ მიაღწიოთ მეტს და განვითარდეთ ჩვენთან ერთად? - მოგვწერეთ, ჩვენი გუნდი გაგიკეთებთ სპეციალურად თქვენზე მორგებულ შემოთავაზებას”