ბათუმი, 30 ივნისი, 2026 — პროფესიული უნარების ჰაბში „სამგზავრო გემის ბართენდერის“ პროფესიული მომზადების პროგრამის მიმდინარე ნაკადის სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა.
მსმენელებმა წარმატებით ჩააბარეს დასკვნითი გამოცდა სპეციალობის კომპონენტში. სპეციალობის კომპონენტის ფარგლებში სასწავლო პროცესი და საგამოცდო პროცედურები ჰაბის პარტნიორ სასწავლო დაწესებულებაში — კოლეჯ „ბლექსიში“ განხორციელდა.
პროგრამის 12-მა მსმენელმა წარმატებით დაძლია კომბინირებული გამოცდა, რომელიც მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. თორმეტივე მსმენელმა დაადასტურა შესაბამისი კვალიფიკაცია და მოიპოვა პროგრამის შემდეგ ეტაპზე სწავლის გაგრძელების უფლება, რაც მათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერტიფიკატის მიღებასთან აახლოებს.
პროფესიული უნარების ჰაბი მადლობას უხდის კოლეჯ „ბლექსის“ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და წარმატებებს უსურვებს პროგრამის მონაწილეებს.