2026 წლის 10 ივნისს პროფესიული უნარების ჰაბსა და გემთმფლობელ კომპანია MSC-ის შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას. ხელშკრულების პირობებით, პროფესიული უნარების ჰაბი გახდა MSC-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, რომელიც ამზადებს პერსონალს MSC-ის საკრუიზო ლაინერებისათვის კვებისა და სასმელების მომსახურების, მიღება-განთავსების, დაცვისა და გართობის მიმართულებებში.
სამწლიანი თანამშრომლობის, აუდიტებისა და პროგრამების ერთობლივი განვითარების შედეგად, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც პროფესიული უნარების ჰაბი იღებს ვალდებულებას, განახორციელოს MSC-ის მიერ შემუშავებული პროფესიული მომზადების პროგრამები და ტრენინგ-კურსები, გამოიყენოს მათი სტანდარტები, გადაამზადოს პროგრამების განმახორცილებლებს კომპანია MSC-ის ტრენერების დახმარებით, ხოლო MSC - დაასაქმებს პროფესიული უნარების ჰაბში მათი სტანდარტების შესაბამისად მომზადებულ კურსდამთავრებულებს.