2026 წლის 4 ივნისს ბათუმის პროფესიული უნარების ჰაბი წარმოდგენილი იყო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მასშტაბურ დასაქმების ფორუმზე, რომელიც ბაზრის მოთხოვნებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის ეფექტური კავშირის შექმნას, დასაქმების ხელშეწყობასა და კარიერული განვითარების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.
ფორუმში 80-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა და სამუშაოს მაძიებლებს 300-ზე მეტი ვაკანსია და 2000-მდე სამუშაო ადგილი შესთავაზა. PSH ბათუმი ახორციელებს საზღვაო სფეროში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებს და ამზადებს საკრუიზო ლაინერის პერსონალს ევროპის ყველაზე მსხვილ საკრუიზო კომპანიის - MSC Cruises-თვის.