სხვა სიახლეები

დაიწყო რეგისტრაცია სამგზავრო გემის მიმტანის, ბართენდერის და კონდიტერის შემსწავლელ კურსებზე

ბათუმის პროფესიული უნარების ჰაბში დაიწყო სამგზავრო გემის მიმტანის, ბართენდერის და კონდიტერის 5 თვიანი სასწავლო კურსები. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები გარანტირებულად დასაქმდებიან ევროპის ყველაზე მსხვილ საკრუიზო კომპანიის - MSC-ის ლაინერებზე!
 
პროექტს სრულად აფინანსებს აჭარის დასაქმების სააგენტო და მასში შედის შემდეგი მოდულები:
 
. სპეციალური ინგლისური (ინტერვიუსთვის მომზადება)
. პროფესიული ტრენინგი (მიმტანი/ბართენდერი/კონდიტერი)
. ინტერპერსონალური კომუნიკაცია და გაყიდვები
. გერმანული ან რუსული (არჩევით)
. საზღვაო საწვრთნელი კურსი + საჭირო სერტიფიკატები
 
სავალდებულო მოთხოვნა - ინგლისური ენის ცოდნა A2 დონეზე
დარეგისტრირდი დღესვე, წინ ახალი კარიერა, მოგზაურობა და ბევრი თავგადასავალი გელოდება!
რეგისტრაციის ლინკი -  https://onboard.hrajara.gov.ge/registration/