პროფესიული უნარების ჰაბი გახდა MSC-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში
2026 წლის 10 ივნისს პროფესიული უნარების ჰაბსა და გემთმფლობელ კომპანია MSC-ის შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას. ხელშკრულების პირობებით, პროფესიული უნარების ჰაბი გახდა MSC-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, რომელიც ამზადებს პერსონალს MSC-ის საკრუიზო ლაინერებისათვის კვებისა და სასმელების მომსახურების, მიღება-განთავსების, დაცვისა და გართობის მიმართულებებში.













